საზოგადოება

შსს: სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი

განცხადება
1633087084
დაკოპირებულია

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და მას არ დაუტოვებია უკრაინა.

„ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან, მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში და მას უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია.

ის არის ძებნილი, მის მიმართ არის დამდგარი განაჩენი, თუ ის გადმოკვეთს საზღვარს, დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ დეპარტამენტში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავდა. თუმცა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ის ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიდეომიმართვას, რომელიც სააკაშვილის თქმით, ბათუმშია ჩაწერილი, მსოფლიო მედია ეხმაურება: „სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაკავების საფრთხის მიუხედავად დაბრუნდა, მთავრობა ამ ინფორმაციას უარყოფს“, - ამის შესახებ BBC, Reuters, euronews.com, Bloomberg, France24 და სხვა გამოცემები იუწყებიან.

იხილეთ აგრეთვე:

✅„3 ოქტომბერს მეც შევუერთდები თბილისისკენ ერთ-ერთ კოლონას “- მიხეილ სააკაშვილი

✅„მიხეილ სააკაშვილი ახლა საქართველოშია“ - მარია ბარაბაშ

✅„აი, ეს არის ჩემი ბათუმი“ - მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას აქვეყნებს (ვიდეო)

✅„ვუთხარი ხელისუფლების წარმომადგენლებს გადადგით ნაბიჯი დიდი შერიგებისაკენ“ - თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე