მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ციხისძირში, საპროტესტო აქციაზე მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის მოსახლეობამ ტერიტორიაზე მანდარინის ნარჩენების დაყრა გააპროტესტა. აქციის მიმდინარეობისას მოსახლეობასა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. 

ადგილობრივების განცხადებით, მანდარინის ნარჩენებს მძაფრი სუნი აქვს, რის გამოც ადგილზე ცხოვრება შეუძლებელი ხდება.

ისინი პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში პერმანენტული აქციების გამართვას აანონსებენ.

„ყველას ვთხოვეთ პრობლემის მოგვარება, მოვიწამლეთ, აღარ შეგვიძლია, არავინ არ მოსულა, ყურადღებას არ გვაქცევენ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ციხისძირის ტერიტორიაზე აქცია გუშინაც გაიმართა, პოლიციამ 2 პირი დააკავა.