მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარი გახდება - ირაკლი ღარიბაშვილი

ფული, ხელფასი

„2 წლის წინ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარი იყო, 2023 წლის 1 ივლისიდან ეს დახმარება 200 ლარი გახდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

👉 კერძო სექტორში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდება, სკოლის მასწავლებლები კი დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებისთვის 65 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

„მინდა რამდენიმე საინტერესო ასპექტი გამოვყო და კიდევ ერთხელ მინდა, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ. სოციალური მიმართულებით  ჩვენ მომდევნო წელს ჩვენ სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული, გვქონდა ყველა მიმართულებით, ეს იქნება პენსიები, შშმ პირთა დახმარებები და სხვა და ამას ჩვენ დავუმატეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდაც, რაც არ იყო ბიუჯეტის წინა ვარიანტში განსაზღვრული. მოგეხსენებათ, რომ ბავშვების დახმარება თითო ბავშვზე იყო 50 ლარი, დაახლოებით 2 წლის წინ, თუ არ ვცდები და გაისად, 2023 წლისა 1 ივლისიდან ეს თანხა 200 ლარი გახდება. თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია და ამაში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📣 „ბიჭვინთის“ შესახებ „კანონპროექტები“ ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტში“ შევიდა

📣 „ქალის მეუღლეს, ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის სურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა“ - დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი

📣 ჩამოვიდა რევოლუციისთვის და აღმოჩნდა ციხეში, ამას რომ ვერ ეგუება, ყველაფრის საწყისი გახდა ეს - ბექა დავითულიანი სააკაშვილზე

📣 ზუგდიდში მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა - დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი

📣 ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 40 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა