საზოგადოება

სრული მობილიზება არ გვქონდაო რომც თქვან, არავინ დაუჯერებს - კოვიდიანებიც კი იდგნენ ტრიბუნასთან - რატი იონათამიშვილი ვიდეოს აქვეყნებს

უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი Pia.ge
1634321421
დაკოპირებულია

„სრული მობილიზება არ გვქონდაო, რომც თქვან, არავინ დაუჯერებს - კოვიდიანებიც კი იდგნენ ტრიბუნასთან“, - წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და 14 ოქტომბრის აქციის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

„14 ოქტომბერი, თავისუფლების მოედანი, 19:45 PM აქცია დასრულებული იყოო, ვერ იტყვიან, ელვის სისწრაფით კი დაიშალნენ, მაგრამ ჯერ სიძულვილის ენაში ეჯიბრებიან ერთმანეთს; აქციის დაწყებამდე არისო, ვერც ამას იტყვიან, ღამეა აშკარად; სრული მობილიზება არ გვქონდაო, რომც თქვან, არავინ დაუჯერებს - კოვიდიანებიც კი იდგნენ ტრიბუნასთან; ტყუილებზე გაქვთ ყველაფერი აგებულიო, კადრებიც კი, ეტყვი და სწყინთ.

P.S. აქციაზე რაოდენობა კი არ არის მნიშვნელოვანი, პრინციპებია! მაგრამ როცა არც ერთია და არც მეორე, ეგ არის განაჩენი“, - წერს რატი იონათამიშვილი Facebook-ის გვერდზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას ითხოვს“ -...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 
ლატვია თავის მოქალაქეებს უკრაინა-რუსეთის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების გამო მიმართავს და მოუწოდებს, რომ უკრაინაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. 
1643023167
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება, სადაც იგი ყოფილ მეუღლეს ნეკა დოროყაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. 
1643022625
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. მისი განცხადებით, მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მჭიდრო კომუნიკაცია აქვს დასავლელ პარტნიორებთან და მოქმედებს აღნიშნული კომუნიკაციის შესაბამისად.
1643028826
„მე მგონი ბოლო ილუზიები გაიფანტა იმასთან დაკავშირებით, რატომ და ვის მიერ იქნა შემოგდებული ტრაილერით საქართველოში სააკაშვილი სწორედ იმ დროს, როდესაც მრავალ ლოკაციაზე ერთდროულად უნდა აფეთქებულიყო პოლიტიკური ვითარება: ყაზახეთი იქნებოდა ეს, უკრაინა თუ საქართველო“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი. 
1643027701
ქეთევან დედოფლის გამზირი

ჯივიპიმ ქეთევან დედოფლის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცი...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიმდინარეობისას ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე სრულად განახლდება 5,5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელი.
წითელ ხიდსა და ბათუმის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მხრიდან შემოსული სატვირთო მანქანის (რომელსაც საქართველოს მოქალაქე რ.ბ. მართავდა) დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 3 498 ღირებულების არადეკლარირებული საქონელი.
„ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლების დამუნათება დაიწყო, თითქოს ის არაფერს აკეთე...
„ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც 152 სოფელი ჩააბარა რუსეთს, ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას შეუწყო ხელი, თავისი ყალბი პატრიოტიზმით და პოლიტიკური ქულების დაწერით, კვლავ ომის რიტორიკით გვესაუბრება“, - ასე ეხმიანება facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა ოპოზიციის მოწოდებას, რომ ხელისუფლებამ მხარდამჭერი რეზოლუცია გაუგზავნოს უკრაინას. 
1643021505
„პოსტკოვიდური გართულებების გამო საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის...
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტკოვიდური ტალღის შესახებ წერს.