მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სტეფანეს მონა ვერ გავხდები, ქრისტეს მორჩილი ვარ“ - ჭყონდიდის ეპარქიას სასულიერო პირები ტოვებენ

ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში

სამეგრელოში, ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება.

სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვარის დანიელის თქმით, ისინი ეპარქიის დატოვებას აპირებენ.

„აქედან ალბათ წავალ. არ არსებობს ადგილი, სადაც ღმერთი არ ვნახო, ღმერთს მაინც ვიპოვი. ჩვენ თუ წავალთ ყველა წავალთ აბსოლუტურად. უსამართლობას ვერ შევეგუები, სტეფანეს მონა ვერ გავხდები, მე ქრისტეს მონა და მორჩილი ვარ და არა სტეფანესი“, - აცხადებს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი.

22 აპრილს დაპირისპირება მოხდა სალხინოს ეპარქიაში. ძველმა სასულიერო პირებმა ახალი სასულიერო პირები ტაძრიდან გააძევეს.

ამავე თემაზე:

🔴 საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

🔴 მამა ანდრია სარია: რა ვერდიქტს გამოიტანენ ჩემ მიმართ, ეს ჭყონდიდის ეპარქიაში რეალობას ვერ შეცვლის