მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტზე

თამარ გაბუნია

პოსტკოვიდური გართულებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა გაიოზ ჩარკვიანი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას ჰკითხეს.

თამარ გაბუნიას თქმით, ეს დიდი ტრაგედიაა, ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის აღნიშნულ შემთხვევას და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან საყურადღებო ფაქტია და დიდი ტრაგედიაა, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მწუხარება ამ ფაქტთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჯანდაცვის სამინისტრო მიყვება იმ პროცედურას, რაც ზოგადად მსგავსი შემთხვევების დროს ხდება, რეგულირების სააგენტო ჩაერთვება საკითხის შესწავლაში და შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის კორონავირუსის ინფექციით გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გავრცელდა.

იხილეთ აგრეთვე:

📣პოსტკოვიდური გართულებებით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა გამოძიების დაწყებას ითხოვს