მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამთა მეგრელიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შემოთავაზებული ახალი პოლიტიკური ხედვა შრომის კულტურის ჩამოყალიბებასა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ღირსების აღდგენას ემსახურება

იურისტი სასამართლო სისტემაზე

„სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი და აქამდე მოუგვარებელი პრობლემების წელში გადატეხვით დაიწყო პრემიერ მინისტრმა ორშაბათი დღე. მეტი ასეთი კვირის დასაწყისი და მორალური და იდეური სიმტკიცე ჩვენს პრემიერს, უკეთესი ხვალინდელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებს, რაც მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შემოთავაზებული ახალი პოლიტიკური ხედვა შრომის კულტურის ჩამოყალიბებასა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ღირსების აღდგენას ემსახურება. საწყის ეტაპზე დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან სოციალურად დაუცველის სტატუსის შენარჩუნებით 300 000-ზე მეტ შრომისუნარიან მოქალაქეს ეკონომიკაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა - შრომისუნარიანი მოქალაქეები ღირსეულ სამუშაო ადგილებზე დასაქმდებიან. სათამაშო ბიზნესის მიმართულებით განისაზღვრა მკაცრი, მკაფიო პოლიტიკა - შემოდის აუცილებელი შეზღუდვები, რათა ახალგაზრდებს შეზღუდული წვდომა ჰქონდეთ ონლაინ კაზინოებზე და ლუდომანიის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდეს. საწყის ეტაპზე აიკრძალება რეკლამა და ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე აიწევს. შემდგომ ეტაპზე აიკრძალება ონლაინკაზინოები.

ასევე, იმისათვის, რომ ქართულ ეკონომიკაში მეტი თანხები დარჩეს გაიზრდება ონლაინ კაზინოების დაბეგვრის მექანიზმები. პრემიერის ინიციატივით, გამკაცრდება ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა და იგი პირადად გააკონტროლებს აღსრულების პროცესს. სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი და აქამდე მოუგვარებელი პრობლემების წელში გადატეხვით დაიწყო პრემიერ მინისტრმა ორშაბათი დღე. მეტი ასეთი კვირის დასაწყისი და მორალური და იდეური სიმტკიცე ჩვენს პრემიერს, უკეთესი ხვალინდელი საქართველოსთვის“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობს.

„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს.