მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავად თემური წააქციეს და წაქცეულს სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამდნენ ამავე კომპანიაში დასაქმებულები - „რეტროს“ მფლობელის ადვოკატი

ადვოკატი

რესტორან „რეტროს“ მფლობელის თეიმურაზ ვარშანიძის ადვოკატის ლევან მახარაშვილის განცხადებით, თეიმურაზ ვარშანიძემ ერთ-ერთი ოფიციანტის დარბაზიდან გაძევება სცადა, რა დროსაც წააქციეს და ურტყეს. 

ლევან მახარაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ კომპანიაში დასაქმებული იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას.

თითქოს კომპანიაში დასაქმებული იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას, არის სიცრუე და გამოგონილი. კონფლიქტის მიზეზი ე.წ „ჩაის“ განაწილება გახადა. ერთ-ერთ სტაჟიორს ამ „ჩაიდან“ გაუნაწილეს 10 ლარი, რომელიც მოწმეთა ჩვენებებით დგინდება. სწორედ ამან გამოიწვია მათ შორის, დაპირისპირება. მან სცადა დარბაზიდან გაეძევებინა ერთ-ერთი ოფიციანტი, რა დროსაც თავად თემური წააქციეს და წაქცეულს სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამდნენ ამავე კომპანიაში დასაქმებულები. არსებობს ამის ვიდეოჩანაწერი. შესაბამისად, ვითხოვთ, რომ ამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს“, - აცხადებს ლევან მახარაშვილი.

შეგახსენებთ, ცემის კადრები რესტორნის სოციალურ ქსელში ყოფილმა თანამშრომელმა, მარია ზოიძემ გაავრცელა. შემდეგ კი შსს-მ რესტორან „რეტროს“ მფლობელი დააკავა. კაცი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ძალადობას გულისხმობს.