
თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
"ქართველ ჟურნალისტებს ვულოცავ პროფესიულ დღეს!
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა, დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი როლი საზოგადოების სწორად ინფორმირებაში.
მინდა, პირველ რიგში ჯანმრთელობა გისურვოთ!
იყავით პირველები ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის სასიკეთო ამბების გაშუქებაში!
თქვენ სჭირდებით საქართველოს!", – წერს კახა კალაძე.