მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის მერია 2 ივნისიდან, აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას იწყებს

პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია

„აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია იწყება“, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

„დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 ივნისიდან ორი კვირის განმავლობაში, აღნიშნულ მონაკვეთში, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.

აღნიშნულ ხიდზე დაზიანებები მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. შედეგად, საჭირო გახდა სავალი ნაწილის საფუძვლის ლოკალური სამუშაოების ჩატარება და ასფალტის საფარის აღდგენა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.