მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში, ქუთაისსა და გორში მძღოლებმა საწვავის გაძვირება გააპროტესტეს

საწვავის ფასის ზრდა

თბილისში, ქუთაისსა და გორში მძღოლებმა ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს. ამ ფორმით მათ საწვავის ფასის სწრაფი ზრდა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა საწვავის ფასის შემცირება მოითხოვეს.

ავტომფლობელების თქმით, გაზრდილი ფასის გამო, მათ სერიოზული პრობლემები ექმნებათ. მათ ხელისუფლებისგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ საწვავის ფასის ზრდა დიდ ქალაქებში მძღოლებმა და ავტომფლობელებმა 21 თებერვალსაც გააპროტესტეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

საქართველოში საწვავის ფასის კიდევ ზრდას პროგნოზირებენ - რა ხდება მეზობელ ქვეყნებში?