საზოგადოება

თბილისში მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და  ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი
1638771856
დაკოპირებულია

პროექტის  „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება საქართველოში - Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“ ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილეებმა მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.  შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და  ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი ესწრებოდნენ.

პროექტი  ესტონურმა კომპანიამ  „თიმბერბეთერი”,  ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური და საქართველოს გარემოსდაცვითი ორგანიზაციის Geo ტექნიკური მხარდაჭერით განახორციელა. 

პროექტის ფარგლებში, სატესტო სამუშაოები საქმიან ეზოებსა და  სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე  მიმდინარეობდა,

რომელშიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულები იყვნენ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია  ტყესთან დაკავშირებული ზუსტი ინფორმაციის შეგროვება და მათი ერთიან სისტემაში თავმოყრა. ხე-ტყის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ესტონური მოდელი დაეხმარება ტყის მართვისა და ზედამხედველობის ორგანოებს ტყით სარგებლობასა და ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლი ეფექტიანად განახორციელონ“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

„მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღიაობისთვის და ესტონური ტექნოლოგიების არჩევისთვის საქართველოს ტყეების განვითარებაში. იმედს გამოვთქვამ, ასეთი წარმატებული დასაწყისით გავაგრძელებთ მომავალ თანამშრომლობას“, - განაცხადა რიინა კალიურანდმა.

შეხვედრას ესტონეთის საელჩოს, კომპანიის „თიმბერბეთერი”, ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და  დაცული ტერიტორიების სააგენტოს  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას ითხოვს“ -...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0763 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიცდღეს მოქმედებდა, 3.0794 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთანმიმართებით 0.31 თეთრი შეადგინა.
1643029759
ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი აპირებს, რომ უკრაინას 1.2 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტი შესთავაზოს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1643029419
გურჯაანში, კოლაგის ტყეში ბრმა ტყვიას კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სანადიროდ წასული ორი პირიდან ერთ-ერთმა თანასოფლელი შემთხვევით გასროლილი ტყვიით სასიკვდილოდ დაჭრა.
1643026412
საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ელექტროენერგიის კომუნალურ სეგმენტში პრობლემების მინიმუმამდე დაყვანისთვის. კერძოდ, დაინერგა მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემა, რითაც მოწესრიგდა მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანობა. როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, მრიცხველები, მთელი თბილისის მასშტაბით ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება. ახალი სისტემის ამოქმედება ნიშნავს, რომ აღარ ექნება ადგილი არასწორი საფეხურებრივი ტარიფით დარიცხვის შემთხვევებს, იმოქმედებს გადახდის სპეციალური, მორგებული ვადები პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. 
1643032164
გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხ...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში მისიის ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომა გახსნა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შალვა პაპუაშვილი: დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება...
„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილი გაიყვანა
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილი გაიყვანა, ეს გადაწყვეტილება რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის მატების პარალელურად იყო მიღებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.