საზოგადოება

თბილისში, მოდულის წინ პატარა გოგო დაიკარგა - პოლიცია მშობლებს ეძებს

დაკარგული ბავშვი
1657978783
დაკოპირებულია

თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, მოდულის შენობის წინ, ბავშვი დაიკარგა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი ლაფაჩიშვილი წერს.

პოლიცია პატარა გოგოს მშობლებს ეძებს. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ბავშვი ქუჩაში მარტო გადაადგილდებოდა და ეს გამვლელებმა შენიშნეს.