მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან პაციენტმა გაქცევა სცადა

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

თბილისში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან 29 წლის პაციენტმა გაქცევა სცადა. 

საინფორმაციო სააგენტო pia.ge-ს აცნობეს, პაციენტმა გაქცევის მიზნით ზეწრები გადააბა, რითაც ქვემოთ ჩასვლას ცდილობდა. ჩასვლისას ზეწრები გაწყდა და პაციენტი გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, 29 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის კლინიკაში გადაიყვანეს. მიყვანის შემდეგ დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს.

ახალგაზრდა კაცი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გვიან ღამით შეიყვანეს. შეყვანის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა გაქცევა და კლინიკის თვითნებურად დატოვება სცადა. მას შემდეგ კი, რაც ოთახში მარტო დარჩა, მესამე სართულიდან გადახტა. 

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. მომხდარის შესახებ კლინიკა კომენტარს არ აკეთებს.