მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში პოლიციელმა შშმ პირს სცემა (ვიდეო)

ძალადობა შშმ პირზე

თბილისის მეტროში სამართალდამცველმა სავარაუდოდ ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა სცემა. 

შშმ პირზე ფიზიკური ძალადობის კადრებს ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება ახალგაზრდა სამართალდამცველი კაცს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განცხადება გაავრცელა. 

„2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, - ნათქვამია განცხადებაში.