მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი თბილისში

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე დაკვამლიანება შეინიშნებოდა და მეხანძრე-მაშველების დახმარება იყო საჭირო.

„ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა. ცეცხლი, სავარაუდოდ, დენის გამათბობელს წაეკიდა და აალდა. აფეთქების ხმაც იყო. უცებ მოედო სახლს ცეცხლი“, - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა. 

მელიქიშვილის გამზირზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.