
იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა და დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლაზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, შექმნილი ვითარება ყველამ კარგად უნდა გაიაზროს.
"თოთოეულმა მენეჯერმა სახლში მომუშავე თანამშრომელს უნდა აუხსნას, რომ სახლიდან მუშაობა ნიშნავს სახლიდან მუშაობას და არა კაფე-რესტორნებში ან სხვა ქალაქში ყოფნას, ვიდრე ეს არის მისი სამუშაო ადგილის დასახლებული პუნქტი",- აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვამ კორონავირუსი პანდემიად გუშინ გამოაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით სულ 24 პაციენტია ინფიცირებული.