საზოგადოება

ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
1584020462
დაკოპირებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები - ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავლენ.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის სილაბუსებით გათვალისწინებული მასალების ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით მიწოდებას უზრუნველჰყოფს. 

"ელექტრონული კომპონენტებით სწავლის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტი დეტალურ ინფორმაციას ვებგვერდისა და ფეისბუქის გვერდის მეშვეობით გაავრცელებს", - აცხადებენ სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.