საზოგადოება

თიბისი დამწყებ ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს

თიბისი
1635316663
დაკოპირებულია

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს მეხილეობის ან მეფრინველეობის დარგში საქმიანობა წამოიწყოს.

აგრო-სტარტაპის მთავარი პირობაა, დამწყებმა ფერმერმა თიბისის მიერ შერჩეულ აგროკომპანიასთან გაიაროს კონსულტაცია, რომელიც მას საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებს. მეხილეობის მიმართულებით თიბისის პარტნიორობას კომპანია „აგრო-კომი“ გაუწევს, რომელიც საქართველოს ბაზარზე მრავალი წელია წარმატებულად საქმიანობს. ხოლო მეფრინველეობის დარგში თიბისი კომპანია „ნუტრიმაქსთან“ ითანამშრომლებს, რომელიც ლიდერია ადგილობრივ ბაზარზე ფრინველისა და ცხოველის საკვების წარმოებაში.

სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში თიბისი სტარტაპებს 2016 წლიდან აფინანსებს და ამ მიმართულებით 80 მილიონ ლარზე მეტი აქვს გაცემული. თუმცა, აქამდე დაფინანსებას მხოლოდ ის პირები იღებდნენ, ვისაც გარკვეული გამოცდილება ჰქონდათ, ახალი პროექტი კი კარგი შესაძლებლობა დამწყებთათვის, ვისაც შესაბამისი ცოდნა არ აქვთ, წამოიწყონ აგრობიზნესი.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ და გამოვყავით დარგები, სადაც გვაქვს დაბალი თვითუზრუნველყოფა და დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ასეთია მეხილეობა და მეხორცული მეფრინველეობა. გადავწყვიტეთ ამ მიმართულებების განვითარების მიზნით დავეხმაროთ დამწყებ ფერმერებს. ერთის მხრივ, მათ ფინანსურ რესურსს გამოვუყოფთ, მეორე მხრივ, კი დავაკავშირებთ დარგის გამოცდილ პროფესიონალებთან, რომლებიც მთელი საქმიანობის განმავლობაში მათ კურატორობას გაუწევენ.

ფერმერს დაეხმარებიან ტექნოლოგიური პროცესის სწორად აღქმაში, დაუმუშავებენ ხარჯთაღრიცხვას და მიაწვდიან წარმოების საშუალებებს. განუსაზღვრავენ მოვლის პროცესში აგროტექნოლოგიური ღონისძიებები რა ვადებში უნდა განახორციელონ და ა.შ. მენტორები თავიდან ბოლომდე დაუგეგმავენ საწარმოო პროცესს და ინფორმაციულად დაეხმარებიან ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ვეტერინარული ღონისძიებების სწორად დაგეგმვაში“, - ამბობს შოთა გონგლაძე, თიბისის ბიზნესის სეგმენტების მართვის ლიგის ექსპერტი აგრობიზნესის მიმართულებით.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა. 
1638290502
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  3.1179 ლარი შეადგინა.
1638277643
ალერგოლოგ-იმუნოლოგი

„ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლო...

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
ნატალია გავრილიცა - ნათელი ხედვა გვაქვს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ...
„ძალიან ნათელი ხედვა გვაქვს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე მტკიცე და ძლიერი სამომავლო პოლიტიკური დეკლარაციები უნდა მივიღოთ“, -  ამის შესახებ მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი - მოუთმენლად ველით დეკემბერში გასამართ სამიტს, რომე...
„ახლა აქ ვიმყოფებით, ევროპელ კოლეგებთან ვსაუბრობთ და ევროკავშირთან ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე დაწინაურების ახალი შესაძლებლობების ძიებაში ვართ“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.