
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტების შემოტანა დაიწყება.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ტესტირება ოთხშაბათიდან დაიწყება.
"ხვალ ველოდებით საქართველოში ტესტების შემოტანას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხშაბათიდან ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება. რა თქმა უნდა ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს ექიმებს და ასევე ეპიდემიოლოგებს იმისათვის, რომ დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის არსებობა. ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად. ველოდებით ტესტებს ხვალ, შემდეგ ველოდებით 27-ში, ბოლო შემოტანას ველოდებით 5 აპრილისთვის, რაოდენობა არის საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს დიდი ჯგუფების გატესტვა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.