საზოგადოება

თქვენი რეპუტაციულ ზიანის შემდეგ ახლა ამერიკის რეპუტაციაზე იფიქრეთ - ზურაბ ქადაგიძე კელი დეგნანს

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე
1658908014
დაკოპირებულია

„აბა ჭორია და დიდი ხანია ივანიშვილს არ შევხვედრივარო, რომ გვამცნეთ? მაგას ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაც არ ჰქვია ქალბატონო ელჩო, სხვა სახელი ჰქვია დღეიდან“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ივანიშვილი აშშ-ის ელჩთან შეხვედრას ადასტურებს. 

როგორც ქადაგიძე ელჩს მიმართავს, ამ ფაქტის უარყოფა ძალიან დიდი ზიანს მოუტანს.

„აბა ჭორია და დიდი ხანია ივანიშვილს არ შევხვედრივარო, რომ გვამცნეთ? მაგას ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაც არ ჰქვია ქალბატონო ელჩო, სხვა სახელი ჰქვია დღეიდან... ქართული საზოგადოება იმსახურებს მკაფიო და კონკრეტულ პასუხებს თქვენგან, რასთან დაკავშირებით დაგჭირდათ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილთან 3 საათიანი საუბარი და ახლა, როდესაც კითხვები დაისვა ამ შეხვედრაზე უტიფარი, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საზოგადოებისთვის დიდი შეურაცხყოფა იქნება თქვენი მხრიდან... თქვენგან პასუხად - „წერილს არ გავცნობივარ“ და „ვიღაცის ჭორებს ვერ დავადასტურებ“, იმაზე დიდ რეპუტაციულ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე უკვე მიიღეთ.... ახლა ამერიკის რეპუტაციაზე იფიქრეთ“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ცნობისთვის, 27 ივლისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ნამდვილად შეხვდა.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

⭕ „ამერიკის ელჩთან შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა“ - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

⭕ „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია“ - ბიძინა ივანიშვილი

⭕ „ივანიშვილს თავისი გამოთაყვანებული მხარდამჭერები იდიოტებად მიაჩნია“ - ჯაფარიძე

⭕ „ახლა ივანიშვილმა უნდა აირჩიოს, როგორ წავა ხელისუფლებიდან - მსუბუქად, მძიმედ თუ ძალიან მძიმედ“ - გოცირიძე