მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თქვენი სათქმელი ქუჩაში თქვით, ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია“ - მეუფე სტეფანემ სატრაპეზოს ყოფილი თანამშრომელი ტაძრიდან გააძევა (ვიდეო)

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი

„თქვენი სათქმელი ქუჩაში თქვით, ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია“, - ასე მიმართა მიტროპოლიტმა სტეფანემ სკოლა-პანსიონის სატრაპეზოს ყოფილ თანამშრომელს, რომელიც სტიქაროსნებს ტაძრიდან გააძევებინა, იმ მიზეზის გამო, რომ მაია ცაავამ ტაძარში წირვის დროს მიტროპოლიტისთვის ხელფასთან დაკავშირებით კითხვის დასმა სცადა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მას არ მოუსმინა:

„გაიყვანეთ და არ შემოუშვათ, ეს არის პროვოკატორი“, - ქალს ასეთი შეფასებით დაატოვებინა ტაძარი.

მაია ცაავა მიტროპოლიტი სტეფანესგან, ასევე, ითხოვდა პასუხს, თუ რატომ გაათავისუფლეს ის სკოლა - პანსიონიდან.

მაია ცაავა აცხადებს, რომ თანამშრომლებმა, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ ბოიკოტი გამოაცხადეს და ხელფასების ზრდას ითხოვდნენ, მათ მეუფე სტეფანემ ბოდიში წერილობით მოახდევინა. ხოლო თვითონ არ მოიხადა და ამის გამო ის ეჭვობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

ვიდეოს სააგენტო „თაიმერი“ ავრცელებს.