მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრანსპორტის ერთკვირიანი აბონემენტი 20 ლარი ეღირება - თბილისში ახალი სისტემა ამოქმედდება

მგზავრი მესტოში, 29 მაისი 2020 წ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 5 იანვრიდან თბილისში ტრანსპორტის მგზავრობისას 90-წუთიანი, ერთდღიანი, ერთთვიანი და ერთწლიანი სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება. 

აბონემენტები სხვადასხვა პერიოდით, სხვადასხვა ფასი ეღირება. 

„ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათი (ერთი ლარი) - იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, ერთ ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, სადაც გადაჯდომისას, 90 წუთის განმავლობაში, დამატებით თანხას არ გადაიხდიან; ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი (სამი ლარი) - ერთდღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ სამ ლარად.

ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი (20 ლარი) - ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად. ეს ბარათი ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი.

ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი (40 ლარი) - ერთთვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად.

ეს ჩვენი გათვლებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან. აღნიშნული ბარათის მფლობელები კი თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ).

ულიმიტო, სამთვიანი ბარათი  (100 ლარი) - ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის).

ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი - (150 ლარი) - ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის, ვინაიდან ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს; ულიმიტო, ერთწლიანი ბარათი (250 ლარი) - ერთწლიანი ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.