
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, COVID 19-ით დაინფიცირებულ 11 პაციენტს კი პნევმონია აღენიშნება.
"ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რამდენიმე პაციენტის არის პრობლემური, რამდენადაც მათ აქვთ ასაკი და თანმხლები დაავადებები. მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა ან გულის უკმარისობა. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ვისაც პნევმონია აქვს, ხოლო დანარჩენი ოაციენტების მდგომარეობა მსუბუქია", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მსოფლიოს ქვეყნების მიმართ ერთგვარი მესიჯი გააჟღერა და მოუწოდა მათ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ტესტირება მოახდინონ ახალ ინფექციაზე.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვირუსის გავცელების დინამიკას შემაშფოთებელი და საგანგაშო უწოდა.
რაც შეეხება საქართველოს, 18 მარტის მონაცემებით, ვირუსის 38 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.