საზოგადოება

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

საქართველის პირველი პრეზიდენტის შვილი 2020წ
1584631681
დაკოპირებულია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ინფორმაციას გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური ავრცელებს. ჯაბაურის თქმით, მომავალში ევროპის საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში იგეგმება ცოტნე გამსახურდიას გადაყვანა.

"კორონავირუსით შექმნილი განსაცდელის მიუხედავად, ცოტნეს ჯანმრთელობის მიმართ ინტერესი არ ნელდება, რის გამოც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. ცოტნეს მდგომარეობა არის სტაბილური და საიმედო. ნელ-ნელა უმჯობესდება როგორც მოტორული, ასევე კოგნიტური ფუნქციები აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები, შეუძლია ხელის მოხრა ორივე იდაყვის სახსარში, აღუდგა ყლაპვის ფუნქცია, უფრო მეტი გულმოდგინებით ასრულებს მარტივ დავალებებს. ჯერჯერობით წინ მხოლოდ მოკრძალებულ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ უახლოეს მომავალში იგეგმება მისი გადაყვანა ევროპის საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც, იმედი გვაქვს, გამოჯანმრთელების პროცესი უფრო ინტენსიური, შედეგები კი უფრო საგულისხმო იქნება", - ნათქვამია ანა ჯაბაურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქათველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია, ვერაზე 19 დეკემბერს დაჭრეს. გამსახურდია მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადის.