
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას მეგობრის მალხაზ გორგასლიძის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"ჰყავდათ გაღვიძებული, როგორც ვიცი ხელის შეხებაზე რეაგირებდა და ასრულებდა ინსტრუქციებს. ნელ-ნელა გამოდის მდგომარეობიდან, დინამიკა არის დადებითი, პროცესი უკეთესობისკენ მიდის", - განუცხადა PIA.GE. - ს გორგასლიძემ.
ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
31 დეკემბერს გამსახურდია თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს და მისი მკურნაობის პროცესი ამ დრომდე გრძელდება.