მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ სააკაშვილი იტანჯება ვერნიკე ენცეფალოპათიის სინდრომით, რომელსაც ახასიათებს ცნობიერების აბნევა, მაშინ სასამართლოში მის ტირადებს აქვს რამე წონა და აზრი? - გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ექიმ ნევროლოგს ოთარ თოიძეს, რომელიც მსჯავრდებული სააკაშვილის მდგომარეობას აფასებს და ამბობს, რომ მას აქვს ვერნიკეს ენცეფალოპათიის სინდრომი.

როგორც აბაშიძე წერს, ვერნიკეს ენცეფალოპათიის ყველაზე გავრცელებულ ფორმას ალკოჰოლიზმით გამოწვეული თიამინის დეფიციტი წარმოადგენს. თიამინით გადაუდებელი მკურნალობის გარეშე, შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი ან ამნეზიური სინდრომის განვითარება.

ანალიტიკოსის შეფასებით, თუ სააკაშვილი იტანჯება ვერნიკეს ენცეფალოპათიით, სასამართლოში მის ტირადებს აქვს თუ არა რამე აზრი?

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოიხატება, როგორც პოსტტრავმული სტრესული დაზიანების სინდრომი, აშლილობა და გარდა ამისა, არის ვერნიკეს ენცეფალოპათია” – ასე აფასებს ნევროლოგი ოთარ თოიძე მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. რა არის ვერნიკეს ენცეფალოპათია? მწვავე, სიცოცხლისათვის სახიფათო ფსიქონევროლოგიური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ცნობიერების აბნევით, აპათიით, მოდუნებით, ძილისმაგვარი დელირიუმით (ბოდვა), თვალისა და მხედველობის ნერვების დამბლით, ნისტაგმით, წონასწორობის დარღვევითა და ატაქსიით. ვერნიკეს ენცეფალოპათიის ყველაზე გავრცელებულ ფორმას ალკოჰოლიზმით გამოწვეული თიამინის დეფიციტი წარმოადგენს. თიამინით გადაუდებელი მკურნალობის გარეშე, შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი ან ამნეზიური სინდრომის განვითარება. რა გამოდის? თუ სააკაშვილი იტანჯება ვერნიკეს ენცეფალოპათიით, რაც არის ცნობიერების აბნევა და დელირიუმი (ბოდვა), სასამართლოში მის ტირადებს აქვს რამე წონა, აზრი? მიიწვიონ სხვა ფსიქოლოგები, ნევროლოგები და ფსიქიატრები, რათა დაიდოს სრული, ობიექტური სურათი”, - წერს facebook-ზე გია აბაშიძე.