საზოგადოება

ტურისტებს შორის რუსი ტურისტების ხვედრითი წილი ნორმის ფარგლებშია და განსაკუთრებულ ზრდასთან საქმე არ გვაქვს - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე Pia.ge
1659793915
დაკოპირებულია

„რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებისთვის საკუთარი დღის წესრიგის მოხვევას ცდილობს, მათ ახალი ტაქტიკა აქვთ, ისინი ცდილობენ ხელისუფლებაზე შეტევა ერთდროულად რამდენიმე ფლანგიდან აწარმოონ“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ დევნილებს ფინანსური დახმარება კვლავ ეძლევათ.

როგორც ჩიხელიძე წერს, უკრაინელი დევნილების შემოსავლები, საქართველოს იმ მოქალაქეების შემოსავალს გაუთანაბრდა, რომლებით იძულებით გადაადგილებული პირები არიან.

„ოპოზიციამ უკრაინელი დევნილებისთვის დაფინანსების მოხსნა გააპროტესტა, სიტყვა მოხსნა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან საქართველოში მცხოვრები თითოეული უკრაინის მოქალაქე კვლავ იღებს ფინანსურ დახმარებას, მათთვის ასევე ძალაში რჩება აქამდე არსებული ყველა უფასო მუნიციპალური სერვისი. უკრაინელი დევნილების შემოსავლები, იმ საქართველოს მოქალაქის შემოსავალს გაუთანაბრდა, რომლებით იძულებით გადაადგილებული პირები არიან. საგულისხმოა, რომ რამდენიმე თვის წინ ანალოგიური ნაბიჯი გადადგა პოლონეთმა, რასაც პოლონეთში პროტესტი არ მოჰყოლია, რადგან ეს ჯანსაღი დამოკიდებულებაა. ეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც ყველაფრისგან ქულების დაწერას ცდილობს“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.

დავით ჩიხელიძე, აგრეთვე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათი განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ქვეყანაში არ შეიმჩნევა. 

„მეორე საკითხი რუს ტურისტებს შეეხებათ, შეიძლება ითქვას, რომ ტურისტებს შორის რუსი ტურისტების ხვედრითი წილი ნორმის ფარგლებშია და განსაკუთრებულ ზრდასთან საქმე არ გვაქვს, მეორე საკითხია, რომ ხშირად ე.წ. რუსი ტურისტები რუსეთის მოქალაქე ეთნიკურად ქართველები არიან, ამიტომ მხოლოდ მშრალი სტატისტიკით აპელირება არასწორია. 2012 წელს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა სააკაშვილმა დააწესა, რომელმაც რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლას ეხვეწებოდა, რადგან როგორც მათი „ხერხემალი“ ამბობდა, რუსულ ფულს სუნი არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია დღესაც ასე ფიქრობს. საუბარი პირველ რიგში მაქვს ლიაკა ხოშტარიაზე, რომელიც რუსულ ფულზე უარს ვერ ამბობს, რუსი ტურისტები არ უნდა, მაგრამ ოდნავ უხერხულობასაც არ უქმნის ის ფაქტი, რომ ის და მისი ოჯახი რუსეთიდან საკმაოდ მსუყე ანაზღაურებას იღებს. ცალკე საკითხია ხოშტარიას ბოლო პერფორმანსი, როდესაც მან საზოგადოებას ამცნო, რომ უკრაინელი დევნილებისთვის შემოწირულებების შეგროვება დაიწყო. საინტერესოა საკუთარი შემოსავლებიდან, რომელიც რუბლებში აქვს, რამდენს ხარჯავს უკრაინელთა დასახმარებლად? მისი პროტესტი და გაბრაზება გულწრფელი მაშინ იქნებოდა, როდესაც პუტინის მიერ გადმორიცხულ ფულს, უკანასკნელ რუბლამდე უკრაინელებს მოახმარდა, ახლა კი მისი პროტესტი თეატრალური წარმოდგენაა და არა რეალური გულისტკივილი“, - ამბობს დავით ჩიხელიძე.