მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საწვავის გაიაფებას 10-20 თეთრის ფარგლებში ვვარაუდობთ“ - ფხაკაძე

საწვავის ფასი

„უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საწვავის გაიაფებას 10-20 თეთრის ფარგლებში ვვარაუდობთ. თუ ვინმეს აწყობს საწვავის დაბალი ფასი, ეს ჩვენ ვართ“, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ BMGtv-ის ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ამიტომ საწვავის ფასის ცვლილება გლობალურ ბაზარზეა დამოკიდებული. 

„ჩვენი ქვეყანა სრულად დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზრების კონიუნქტურაზე, ანუ ნავთობსა და ნავთობპროდუქტების ფასებზე. როდესაც ნავთობზე ფასები ქვემოთ მოდის, მომხმარებელს უნდა, რომ ამის ასახვა ჩვენს ბენზინგასამართ სადგურებზე მყისიერად მოხდეს. მე ეს მესმის, მათ ადგილას რომ ვიყო, მეც იმავეს ვიტყოდი და ეს ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, უბრალოდ საქართველოში არ გვაქვს ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა. ასეთის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ ყოველ მეორე დღეს მივიდოდით ქარხანაში, შემცირებული ფასებით ვიყიდდით საწვავს და მივიტანდით ჩვენს ბენზინგასამართ სადგურებში. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტზე. სხვადასხვა ქვეყნებიდან ლოგისტიკური არხებით პროდუქციის შემოტანას გარკვეული პერიოდი სჭირდება, ანუ რაღაც პერიოდია საჭირო, სანამ რეზერვუარები ახალი პარტიებით შეივსება, ეს ობიექტური რეალობაა.

აგვისტოს დასაწყისიდან „ვისოლის“ ქსელში საწვავის ფასები 70-80 თეთრით შევამცირეთ და ფასების შემცირების ეს ტენდენცია გაგრძელდება. ამის თქმის საშუალებას ის საერთაშორისო კონიუნქტურა მაძლევს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზეა: ფასები ქვემოთ მოდის და ასევე ლარის გამყარებული კურსი, რომელიც რამდენიმე თვეა სახეზე გვაქვს“, - განაცხადა ფხაკაძემ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ვლადიმერ პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთში შეერთების შესახებ გადაწყვეტილებას 30 სექტემბერს მოაწერს ხელს

👉 „რა თქმა უნდა, უკრაინა ამას სერიოზულად იღებს, რადგან ჩვენ გვესმის, რა სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე“ - მიხაილო პოდოლიაკი ბირთვულ შანტაჟზე

👉 „ირანული დრონების პრობლემა უკვე მოგვარებულია“ - ოლექსი რეზნიკოვი

👉 რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც სამშობლოს დატოვებას ცდილობს, უზრუნველყოფილი და განათლებული ხალხი სჭარბობს - ბრიტანული დაზვერვა

👉 ბელორუსია ემზადება 20 000 მობილიზებული რუსის მისაღებად - უკრაინის დაზვერვა