მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უარესობისკენ მიდის მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა ასუსტებს ამ ადამიანს?“ - გიული ალასანია

სააკაშვილის დედა

მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

მისი თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. 

„უფრო უარესობისკენ მიდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. პირველად რომ გადმოიყვანეს გორში თითქოს გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა, ამ გაუმჯობესებას ვეღარ ვხედავ. სუსტად არის, ურჩევნია, რომ იწვეს. ჰქონდა მას დანიშნული რაღაც პრეპარატი, რომლითაც ფსიქიკურად დაავადებულებს მკურნალობენ. მათ უნდოდათ, რომ სასამართლო პროცესზე ვერ წასულიყო, ამიტომ გაუზარდეს დოზა. რუსთავში გადაყვანას რაც შეეხება, ექიმებმა უნდა დადონ თავისი დასკვნა, მაგრამ მე როგორც ვხედავ არის რეგრესი, რა ასუსტებს ამ ადამიანს?“, - განაცხადა გიული ალასანიამ. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი

 სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება - ალეკო ელისაშვილი

⚫ „არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია ამ პირობებში“ - დიტო საძაგლიშვილი