მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უბრალოდ პრაიდის იდეას და გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწინააღმდეგებით, ძალადობას ვემიჯნებით“- ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში არიან. როგორც „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე იმყოფებიან, პარაკლისზე დასასწრებად.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ნებისმიერი ტიპის ძალადობა „რიონის ხეობის მცველებისათვის“ მიუღებელია და ამ ყველაფერს ემიჯნებიან.

„ჩვენ საპატრიარქოს მოწოდებას შემოვუერთდით. იცით, რომ მრევლის მისამართით გაკეთდა ეს მოწოდება. ჩვენ როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი და მრევლი, შემოვუერთდით მოწოდებას და იცით, რომ ვეწინააღმდეგებით პრაიდის იდეას.

ჩვენ უბრალოდ პრაიდის იდეას და გარკვეული ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწინააღმდეგებით. ჩვენ საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე ვართ აქ. საპატრიარქო არის ინსტიტუცია, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ დააინიცირებს ძალადობას. უნდა აღსრულდეს პარაკლისი, რომელსაც დავესწრებით.

როცა დიდი აქციაა და იქ არიან სხვა ადამიანებიც, მრევლის გარდა, რომელთათვისაც, ასევე, მიუღებელია პრაიდის იდეა და სხვაგვარი ტიპის წინააღმდეგობას მიიჩნევენ მიზანშეწონილად, ამას ვერც საპატრიარქო გააკონტროლებს და ვერც ჩვენ.

რა თქმა უნდა, ძალადობა ნებისმიერი ფორმის და ყველა ადამიანის მისამართით მიუღებელია და ამას ვემიჯნებით. ის ჯგუფები, ვინც შეიძლება აქ იმყოფებოდეს და მიმართავდეს ძალადობრივ ქმედებას, აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება.

აგრეთვე იხილეთ:

✅რადიკალური დაჯგუფების წევრები „მთავარი არხის“ ოპერატორს თავს დაესხნენ (ვიდეო)

✅რადიკალური ჯგუფები „ფორმულას“ კიდევ ერთ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

✅რადიკალური ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეიჭრნენ (ვიდეო)