მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ქართველი სამხედროები უკრაინაში

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო pia.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

არსებული ცნობით, ის უკრაინაში 2022 წლის მაისიდან იბრძოდა.

„უკრაინაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და განხორციელდება საჭირო პროცედურები“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებთან ბრძოლას უკრაინაში საქართველოს 43 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.