მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახტანგ გომელაურმა სომეხ კოლეგას სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა

შსს მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მიმდინარე წლის 14 აგვისტოს ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, პოლიციის გენერალ-მაიორ​ ვაჰე ღაზარიანს, სამინისტროს სახელით, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

წერილში გომელაურმა სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო მწუხარება გამოთქვა.

ვახტანგ გომელაურმა სომეხ კოლეგას თანადგომა გამოუცხადა, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დაზარალებულ მოქალაქეებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, მსურს, გამოვხატო ღრმა მწუხარება 14 აგვისტოს, ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარ ძლიერ აფეთქებასთან დაკავშირებით. ნება მომეცით, ამ მწუხარების ჟამს მოგმართოთ თქვენ და სომეხ ხალხს, რათა გამოვხატო თქვენდამი უდიდესი პატივისცემა და თანადგომა. მინდა, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მივუსამძიმრო და დაზარალებულ მოქალაქეებს სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვო“, - წერს ვახტანგ გომელაური.