საზოგადოება

ვარკეთილის ხევში პარკის მოწყობის სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო

ვარკეთილის ხევში პარკის მოწყობის სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო
1634819786
დაკოპირებულია

ვარკეთილის ხევში საქალაქო პარკის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პარკის მოწყობის სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კახა კალაძის თქმით, პარკი ოთხ ჰექტარზე ეწყობა.

„ამ ტერიტორიაზე იყო გაუსაძლისი მდგომარეობა - არანაირი ინფრასტრუქტურა, ტალახი, წვიმიან ამინდში უბრალოდ გადაადგილება იყო შეუძლებელი. პროექტის განხორციელებით, ძალიან კარგი პარკი გამოდის. კვარტალებს ექნებათ ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა და ეს მწვანე სივრცე აქ მცხოვრებ ადამიანებს მოემსახურება. ძალიან მჭიდროდ დასახლებული უბანია, ბევრი ოჯახი ცხოვრობს და მსგავსი სივრცის შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველაფერია გათვალისწინებული - პანდუსები, თავისი გადმოსახედებით, განათებისა და სარწყავი სისტემების მოწესრიგება, ხე-მცენარეების განთავსება. სამუშაოები დეკემბრისთვის დასრულდება.

მინდა, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადავუხადო, რადგან არსებობდა კონკრეტული ტერიტორიები, შემოღობილი ჰქონდათ, შეიძლება უკანონოდ, მაგრამ წლების განმავლობაში იყენებდნენ. აღნიშნული ტერიტორიები ყველამ დათმო ამ სიკეთისთვის, რათა მწვანე სივრცე ყველამ გაინაწილოს და გამოიყენონ მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა, რაც ძალიან კარგია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მერიის ცნობით, ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს საფეხმავლო პანდუსის, ამფითეატრის, სკეიტპარკის, ტრიბუნების, ფანჩატურების, შადრევნის, ველობილიკის, საფეხმავლო ბილიკების და კიბეების, სარწყავი სისტემის, სანიაღვრე სისტემის, განათების ქსელის, საპირფარეშოს მოწყობის სამუშაოები.

ამ ეტაპზე, დასრულებულია ქვეითთა ხიდის, გადმოსახედის და წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

პარკის პროექტით, არსებული ბუნებრივი რესურსების, მწვანე ნარგავების შენარჩუნება და გარემოში მინიმალური ჩარევით თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნა იგეგმება, რომელიც პასიური და აქტიური დასვენების ზონებად დაიყოფა.

მიმდინარე სამუშაოების გარდა, დაგეგმილია მოსასვენებელი სივრცეების, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნების, ატრაქციონების, სპორტული მოედნების, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცის მოწყობა.

პარკის ტერიტორია შეივსება ახალი მწვანე ნარგავებით და მდელოს სახით გაჩნდება საპიკნიკე არეალები. პროექტი ინკლუზიურია და გათვლილია როგორც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე, ისე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“

„ვაქცინირებულებში პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება“ - გიორგი ფ...

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა, რომელიც პოსტკოვიდურ გართულებებს ეხება. 
1638959458
მქონდა სურვილი, რომ ქვეყნის სამსახურში, რეალური საქმის კეთებაში ოპოზიციაც ჩართულიყო,  მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ შეუძლიათ, - დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.
1638966394
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, გრიპის ვირუსზე და კორონავირუსის ახალ ვარიანტზე „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1638954183
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი ვაჰე ღაზარიანი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
1638971525
საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩი“ კანონპროექტი მოამზადა, რომელთან დაკავშირებითაც ჯგუფის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ ბრიფინგი გამართა.
1638971514
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და ძვირფასი ქვების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და...

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“ და „სადახლო-საავტომობილო“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა.
„პოლიტიკის განაკვეთს ეტაპობრივად მხოლოდ ინფლაციის მნიშვნელოვანი კლების...
„2021 წელს რეალური მშპ-ის 10%-იან ზრდას მოველით. ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი  შიდა მოთხოვნა იქნება“, - განაცხადა სების პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს: პატრიოტულ მიდგომას დღეს უდიდესი მნიშ...
თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკური კონკურენციის მიუხედავად, შეეცადონ, ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. 
„2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩ...
„2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება“, - ამის შესახებ სების პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.