
„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს. ის აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უნდა გამოიკითხოს.
წერეთელი პროკურატურაში 19 ივლისს, საღამოს 6 საათზე უნდა მივიდეს.
ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას 30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. წერეთლის თქმით, თავდამსხმელებს შორის დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი იყვნენ.
ანრი ოხანაშვილი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მასსა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელს, ვატო წერეთელს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ოხანაშვილი ამბობს, წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.
აშშ-ის საელჩოში მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ ის განაცხადეს, რომ „ამ ინციდენტის შესწავლა მიმდინარეობს“. ამასთანავე, თხოვნაზე, რომ მისთვის ჩხუბის ამსახველი ვიდეომასალა ეჩვენებინათ, ვატო წერეთელს აშშ-ის საელჩოდან პასუხი არ მიუღია.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔴 პუტინი ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს, მას 3 მკაფიო გეგმა აქვს - NYT
🔴 „ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინელებს განკითხვის დღე ელოდებათ“ - დმიტრი მედვედევი
🔴 რუსეთი ყურადღებას დონბასში ორი ქალაქის აღებაზე ამახვილებს - ISW