საზოგადოება

ვერ აფასებთ იმ თავისუფლებას, რაც ამ ხელისუფლებამ მოგცათ, აღარ გახსოვთ „იმედის“, „იბერიის“, „მაესტროს“ დარბევა, თუმცა იქნებ მოგწონდათ კიდეც - ნინო ფოჩხუა

ფეისბუკმომხმარებელი ნინო ფოჩხუა
1658771854
დაკოპირებულია

„მინდოდა ასე დამეწყო, არ გრცხვენიათ, მერე გამახსენდა, რომ სირცხვილს, თავმოყვარეობას და ღირსებას თქვენთან ახლოსაც არ ჩაუვლია“, - ასე მიმართავს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ტელეკომპანია „მთავარ“ არხს.

როგორც ფოჩხუა წერს, მათ აღარ ახსოვთ „იმედის“, „იბერიის“ და „მაესტროს“ დარბევა.

„მთავარი არხი,“ მინდოდა ასე დამეწყო, არ გრცხვენიათ, მერე გამახსენდა, რომ სირცხვილს, თავმოყვარეობას და ღირსებას თქვენთან ახლოსაც არ ჩაუვლია. ვინ არის ეს ახალი გოგონა „ნატაშკა“, რუსული აქცენტით, ჩააყენეთ ქვეყნის მტრების რიგებში? რას ერჩით ამ ბავშვებს, რატომ უნგრევთ მომავალს? თქვენ არ გინდათ წყნარი ცხოვრება, არ მოგწონთ განათლებული, პროფესიონალი და თავის ქვეყნის მოყვარული ირაკლი კობახიძე, მე მისი ბაბუის სახელმძღვანელოთი ვსწავლობდი უნივერსიტეტში, კვიცი გვარზე ხტისო, ეს მაინც არ გაგიგიათ? თუმცა თქვენი კუმირები ხომ გვარამია, სანაია, წერეთელი და ა. შ. არიან, შუბლზე ძარღვგაწყვეტილები. ვერ აფასებთ იმ თავისუფლებას, რაც ამ ხელისუფლებამ მოგცათ, აღარ გახსოვთ „იმედის“, „იბერიის“, „მაესტროს“ დარბევა, თუმცა იქნებ მოგწონდათ კიდეც, სიამოვნებასაც იღებდით ამის ყურებით? არ გამიკვირდება. უკვე ზღვარს გადახვედით, მოვა დრო და ხალხი ამას არ გაპატიებთ. ირაკლის კი მინდა გამძლეობა და წარმატება ვუსურვო და იცოდეს ხალხი მათ გვერდითაა“, - წერს ნინო ფოჩხუა.

ცნობისთვის ირაკლი კობახიძეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა მამამისი „კაგებე“-ს აგენტი, კობახიძემ კი უპასუხა: „კაბეშენიკი“ მამაშენია.