საზოგადოება

ვერავინ დამაჯერებს, რომ კელი დეგნანისა და პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის 21 მარტის შეხვედრაზე მხოლოდ ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს - გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე Pia.ge
1659009728
დაკოპირებულია

„დეგნანი ირწმუნება, რომ ხსენებულ შეხვედრაზეც არ ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. არადამაჯერებელია ის განცხადებები, რომლებიც კელი დეგნანმა მანამდე გააკეთა“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. 

„ვერავინ დამაჯერებს, რომ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანისა და პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის 21 მარტის შეხვედრაზე მხოლოდ ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს სამი საათის განმავლობაში. დეგნანი ირწმუნება, რომ ხსენებულ შეხვედრაზეც არ ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. არადამაჯერებელია ის განცხადებები, რომლებიც კელი დეგნანმა მანამდე გააკეთა: 21 ივლისი - შეხვედრიდან გავიდა 4 თვე. თქვა, რომ საკმაოდ დიდი ხანია არ შეხვდა ივანიშვილს. 4 თვე „საკმაოდ დიდი ხანია?“  28 ივლისი - „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის რეზონანსული წერილის გამოქვეყნებიდან 24+ საათში. აქაც საუბრობს ბოლო შეხვედრიდან გასულ „საკმაოდ დიდ დროზე“... პოლიტიკური და საჯარო სივრციდან გასული ბიძინა ივანიშვილი არ დაწერდა გუშინდელ გულწრფელ წერილს, რომ არა მის მიერ დასახელებული თემების გამო მოთმინების ფიალის ავსება“, - წერს გია აბაშიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს წერილი გამოაქვეყნა, სადაც დაადასტურა, რომ 21 მარტს აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან მისი შეხვედრა ნამდვილად შედგა.

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „ინტერპრესნიუსთან“ ბიძინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილთან შეხვედრაზე არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს „ომში ჩართვაზე“ ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.

კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია, პოლიტიკოსები აფერხებენ. როგორც დეგნანმა აღნიშნა, მან რეგიონებში ადამიანებთან შეხვედრის დროს გაიგო, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან პოლარიზების გამო.

მისივე თქმით, ერთიანობა საუკეთესო გზაა წინსვლისთვის. პოლარიზების შემცირება ერთ-ერთია იმ 12 პუნქტს შორის, რომელიც საქართველომ ევროკავშირისგან რეკომენდაციების სახით მიიღო იმისთვის, რომ მიიღოს წევრობის კანდიდატის სტატუსი.