მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ არის ბებიის მკვლელობის დამკვეთი 26 წლის კაცი და ბებია, რომელიც ცნობილი პროფესორია

ბებიის მკვლელობაში ბრალდებული, ალექსანდრე საყვარელიძე

„TV პირველის“ ინფორმაციით, 72 წლის ბებიის მკვლელობის დაკვეთის ბრალდებით დაკავებული 26 წლის კაცი ძველი თბილისის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ალექსანდრე საყვარელიძეა. 

ბებია კი ვალენტინა საყვარელიძე, რომელიც თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მფლობელია. 

„TV პირველის“ ინფორმაციით, 26 წლის კაცმა თანხის ნაწილი ბებიასვე გამოართვა.

„პირველების“ ინფორმაციით, ამავე უნივერსიტეტში წილს ფლობს თავად დაკავებულიც, თუმცა ბანკში არსებული დავალიანების გამო, წილს, სავარაუდოდ, ყადაღა ადევს.

როგორც ცნობილია, დაკავებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელია, პოლიციიდან წამოსვლის შემდეგ ის ავტომობილების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული და მისივე თაღლითური სქემის გამო 20-მდე ადამიანია დაზარალებულია.

ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით.

პროკურატურამ დაკავებულს ოჯახის წევრის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ამ დროისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე 31 124-მა ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი - კობა ნაყოფია

👉 ნატოში გაწევრიანება საფრთხეშია? შვედეთი ადასტურებს თურქეთთან მოლაპარაკებების შეჩერებას

👉 თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ყველაფერი მტვრად იქცევა - დიმიტრი მედვედევი

👉 მე, ბექა ბასილაია და დიტო საძაგლიშვილი მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს მრავალი წელია ვიცავთ, არცერთ ეტაპზე ჩვენ არავითარი ჰონორარი არ მიგვიღია - შოთა თუთბერიძე

👉 მოსამართლე დაუყოვნებლივ მოვიდეს კლინიკაში და ნახოს პაციენტი, დიდი ექიმობა არაა საჭირო მძიმე მდგომარეობის შესაფასებლად - ნიკოლოზ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე