საზოგადოება

ვინ არის რაფაელ გლუკსმანი და რა სენტიმენტები აქვს პატიმარ სააკაშვილთან

ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
1634473092
დაკოპირებულია

ვინ არის ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი, რომელიც მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი საქმეების პოლიტიკურ მოტივებზე წუხს და საქართველოს თავისუფლების გზას მხოლოდ სააკაშვილის თავისუფლებაში ხედავს.

ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ყველაფერი 2005 წლიდან დაიწყო, როდესაც გლუკსმანი პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა და მას შემდეგ, 2012 წლამდე აქტიურად იყო ჩართული ქართულ პოლიტიკურ პროცესებში. ის იყო მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილი პირი, შესაბამისად, „ქართული ოცნებისადმი“ მისი განაწყენება გასაკვირი არ უნდა იყოს.

„ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი რომ არ უყვარდა, ამის დასტურია ისიც, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს გამოცემა ინდიფენდენტის ჟურნალისტს იმაში არწმუნებდა, რომ „ოცნების“ ლიდერი პრორუსი იყო, თუმცა ამის საკმარისი მტკიცებულება არ ჰქონდა და როგორც ჟურნალისტი შონ უოლკერი წერს, ძირითადად მისი ბრალდებები ვარაუდს ეყრდნობოდა. ახლა ევროპარლამენტში დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი კომიტეტის თავმჯდომარის სახელი, წარსულში საქართველოში გახმაურებულ საქმეებსაც უკავშირდება. მაგალითად, მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის“ მიერ მიტაცებული და მართული ტელეკომპანია „იმედი“ ეთერში მოდელირებულ ქრონიკებს უშვებდა.

რჩევა, რომ იმედი უფრო პროვოკაციული უნდა ყოფილიყო, ტელევიზიის მაშინდელმა დირექტორმა სწორედ გლუკსმანისგან მიიღო. პატიმარ სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულება არაერთ საქმეს ედავება. მათ შორის არის სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვა. სასტუმროებში, რესტორნებსა და სხვადასხვა ქალაქებში ვოიაჟებისთვის დახარჯული არამიზნობრივი თანხის რაოდენობაც საკმაოდ სოლიდურია. როგორც დოკუმენტებიდან ვიგებთ, ყოფილმა პრეზიდენტმა არც ერთგული მრჩევლისთვის დაიშურა პატივისცემა. გლუკსმანის მომსახურება ქვეყანას საკმაოდ ძვირი დაუჯდა“ - ამბობს სიუჟეტის ავტორი.

ევროპარლამენტის გამაყრუებელი სიჩუმის გარღვევის მცდელობა - ასე აფასებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გლუკსმანის გზავნილებს.

მისი თქმით, სააკაშვილის დამცველის მცდელობა, ქართულ საზოგადოებაში აღქმა გააჩინოს, თითქოს მიუკერძოებელი ევროპარლამენტი სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, უსუსურია.

მისივე თქმით, მრჩევლის გარდა გლუკსმანი სააკაშვილის პირადი მეგობარი იყო და გარკვეულ სქემებში იყო ჩართული. მმართველ პარტიაში მიუკერძოებელი ევროპარლამენტარის სტატუსს ამოფარებული სააკაშვილის მოკავშირის გზავნილები არ უკვირთ.

„გარდა იმისა, რომ გლუკსმანი კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობდა და ძალიან მაღალ ანაზღაურებას იღებდა იმ ხელისუფლებისგან, ის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის მეუღლე იყო. შესაბამისად, ამ ფონზე გაუჭირდება შეუქმნას მოქალაქეებს განცდა, რომ მიუკერძოებელი ადამიანია და მიუკერძოებელ დასკვნებს აკეთებს, ამიტომ ცდილობს მოიფიქროს ისეთი არგუმენტები, რომელიც შექმნის ილუზიას, რომ ის არის ევროპარლამენტარი, თუმცა, მიკერძოებული“ - ამბობს უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე.

უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი კი გლუკსმანს ურჩევს, „როდესაც გულანთებით გვერდში დგომას უცხადებს იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვს, ჩამოვიდეს საქართველოში და იმ ასეულ ათასობით ადამიანის გვერდში დადგეს, ვინც დაზარალდა და გარდაიცვალა“.

მისივე თქმით, ეს არის სუბიექტურად დაკავშირებული ერთი ინდივიდის პოზიცია და ვერ იქნება აღქმული, როგორც მთლიანად ევროკავშირის, თუ საქართველოს ნებისმიერი პარტნიორის პოზიცია.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია,...
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.