მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვივამედის“ მფლობელი არის რუსეთის მოქალაქე, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი - შალვა ხაჭაპურიძე

ადვოკატი

„ვივამედის“ მფლობელი არის რუსეთის მოქალაქე, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. 

ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ხვალ კლინიკის დირექტორს  თეიმურაზ მახმუდოვს შეხვდება. 

„კლინიკა „ვივამედს“ ჰყავს დირექტორი ბატონი თეიმურაზ მახმუდოვი და ხვალ ვნახავ ბატონ მახმუდოვს, მე სხვა დირექტორი არ ვიცი. საჯარო რეესტრში დირექტორად დაფიქსირებულია ბატონი თეიმურაზ მახმუდოვი ან დავუკავშირდები მოსკოვში კლინიკა „ვივამედის მფლობელს, რუსეთის მოქალაქეს ალი აჯი ოღლი ტანრი ვერდიევს, რომელიც არის პუტინთან დაახლოებული პიროვნება და მასთან გავარკვევ ამ საკითხებს.

ის არის სუპერმარკეტების ქსელის მფლობელი რუსეთში, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი და გარდა ამისა, ამ  ადამიანმა სააკაშვილი სანამ გადაიყვანა კლინიკა „ვივამედში“, მანამდე შეიძინა ერთი კვირით ადრე, უზარმაზარ დავალიანებაში მყოფი კლინიკა „ვივამედი“.

სასამართლო პროცესზე ბევრი რამ გაქვს სათქმელი. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, ეს ადამიანი, მოღვაწეობს რუსეთში, ჩვენი ინფორმაციით, არის პუტინთან ძალიან დაახლოებული ადამიანი და გახლავთ ამ კლინიკის მეპატრონე. დირექტორი არის თეიმურაზ მახმუდოვი“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 ჩემი გამარჯვების შემდეგ, პარტიაში გენერალური მდივნის პოზიციას გიორგი კირთაძე დაიკავებს - მელია

 სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ახასიათებს ის, რომ თუ გუშინ დაუძინებელი მტრები იყვნენ, დღეს შეიძლება ნათელ-მირონები გახდნენ - რომან გოცირიძე

⭕ თანამდებობებს ინაწილებენ... ნახევარი საათი არ გასულა, რაც სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს - ხაბეიშვილი მელიაზე

⭕ უჭირთ, ახლოვდება არჩევნები, თუკი რამე უკადრებელი იყო, ყველაფერი იკადრეს - ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილზე

⭕ „ძალიან ცუდად არის, საერთოდ ვერ დგება“ - გიული ალასანია სააკაშვილზე