
სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და განმარტავს, რომ სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ჩვენი მოქალაქეების მხარდასაჭერად:
„საქართველოს ხელისუფლებამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო აუცილებელი გადაწყვეტილება და გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა 1 თვით, 21 აპრილამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მართალია, იზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული გარკვეული უფლებები, მაგრამ ეს აუცილებელია უმთავრესი უფლების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად. სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ჩვენი მოქალაქეების მხარდასაჭერად. ყველაფერი კარგად იქნება, ერთად ყველაფერს შევძლებთ! #დარჩისახლში“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
ცნობისთვის, დღეს, 21 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის წარდგენის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვტილება ძალაში მისი გამოცხადებისთანავე შევიდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.