მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ ჟირინოვსკი კომიდან მეორედ გამოვიდა

ჟირინოვსკი

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც რუსული მედია წერს, ჟირინოვსკი კომიდან კვლავ გამოვიდა და გონზეა. ამის შესახებ lenta.ru-ზე ვკითხულობთ. 

ჟირინოვსკი საავადმყოფოში 9 თებერვალს, კორონავირუსის ომიკრონის შტამით გამოწვეული გართულების გამო მოათავსეს, მაგრამ მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ ცნობილი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გახდა.

„ვლადიმერ ჟირინოვსკის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის ეცნობა ახალ ამბებს და დოკუმენტებს, რომლებსაც თანაშემწეები აძლევენ“, - ამბობს წყარო.

ჟირინოვსკი ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებდნენ.

ექიმის თქმით, ჟირინოვსკის სისხლძარღვები ათეროსკლეროზით არის დაზიანებული. მას, ასევე, სხვა დაავადებები აქვს. ამის გამო კორონავირუსით გამოწვეული გართულებების მკურნალობა რთულდება.

მანამდე, ჟირინოვსკის პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ის თანდათან გამოჯანმრთელდა. 8 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ ჟირინოვსკი ხელოვნურ კომაშია, მისი მდგომარეობა მძიმეა - რუსული მედია

✔️ ვლადიმერ ჟირინოვსკი კომიდან გამოვიდა

✔️ ვლადიმერ ჟირინოვსკი კომაშია