მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვნერვიულობდი სასამართლოზე, ფეხზე იდგა და გაძლო, იმედია, ხვალაც იგივე მოხდება“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის დედა

ექსპრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ სუსტადაა. მისი თქმით, ის ძალიან ღელავდა, მოახერხებდა თუ არა პატიმარი სასამართლოზე საკუთარი სიტყვის ბოლომდე თქმას და შეუწყობდა თუ არა ამაში ხელს ჯანმრთელობა. 

როგორც გიული ალასანია ამბობს, ექსპრეზიდენტის განცხადებაში მისთვისაც ბევრი ახალი დეტალი იყო.

რაც შეეხება 7 ნოემბერს, გიული ალასანია მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა ამ ბრალდებას ამომწურავად უპასუხა.

„სუსტად არის, ძირითადად ზის, იჯდა. ფერმენტების შესახებ რაც გამოცადეს, ასეა, ეს პრობლემები არის. მე ძალიან ვნერვიულობდი გუშინ, იმიტომ, რომ ვრცელი გამოსვლა ჰქონდა და გაძლო, ფეხზე იდგა. იმედია, რომ ხვალაც იგივე მოხდება. 

ჩემთვისაც მაგის გამოსვლა იყო ძალიან საინტერესო, რადგან ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაც მანამდე არ ვიცოდი. მგონი 7 ნოემბერზე რაც თქვა, მას მერე შეკითხვები არავის უნდა დარჩეს“, - აღნიშნა გიული ალასანიამ. 

ინფორმაციისთვის, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

მორიგი სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს არის ჩანიშნული. 

ექსპრეზიდენტი პროცესზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა. 

ამავე თემაზე: 

🔴 „საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴  „სააკაშვილმა თავის თავზე დაინახა, რა საშინელებაა მართული სასამართლო და პროკურატურა“ - ნინო ბურჯანაძე

🔴 „მე არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴  „გირგვლიანის საქმე არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის, პიარისთვის დაარქვეს“ - სააკაშვილი

🔴 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“