საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე: საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე Pia.ge
1637832941
დაკოპირებულია

„დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია. ეს ალბათ ცივზე ცივი შხაპი იქნება იმ სპეკულაციების ავტორებისთვის, პირზე დუჟმორეული რომ გაკივიან საქართველო ამერიკის და ევროპის ორბიტაზე არ არის და ავტორიტარული და არადემოკრატიულო ქვეყანააო“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მსოფლიო წამყვანი კვლევითი ცენტრის „დემოკრატიის ვარიაციები“ კვლევას, რომლის თანახმად, საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression); თავისუფლება წამებისგან (freedom from torture) მაჩვენებლები. 

„დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია. საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის დემოკრატიის გრძელვადიანი (2010-2020 წწ) გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს: - freedom from torture (თავისუფლება წამებისგან) - freedom of expression (გამოხატვის თავისუფლება) კვლევას აქვეყნებს დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი მსოფლიოში ორგანიზაცია „დემოკრატიის ვარიაციები“, რომელიც ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები“ ეფუძნება.

კვლევის მიხედვით საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი მიეკუთვნება „ელექტორალური დემოკრატიის“ ქვეყნების ჯგუფს. საქართველოს გარდა ყველა მისი მეზობელი ქვეყანა ავტოკრატიული რეჟიმების სხვადასხვა ვარიაციების სტატუსით არის კლასიფიცირებული. ეს ალბათ ცივზე ცივი შხაპი იქნება იმ სპეკულაციების ავტორებისთვის, პირზე დუჟმორეული რომ გაკივიან საქართველო ამერიკის და ევროპის ორბიტაზე არ არის და ავტორიტარული და არადემოკრატიულო ქვეყანააო“, - წერს ექსპერტი საკუთარ facebook-ზე.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია,...
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.