საზოგადოება

ზაჰესში, შოთაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

ზაჰესში, შოთაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება
1659784233
დაკოპირებულია

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

ამავე ცნობით, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ამჯერად, ზაჰესში, შოთაძის ქუჩაზე სრულდება.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 475 გრძივ მეტრზე სანიაღვრე, 936 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყო, ასფალტის საფარი კი, დაახლოებით, 3 500 კვ.მეტრ ფართობზე იგება. სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 415 900 ლარი დაიხარჯება.

პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო.