მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა ლომინაძე ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ზაზა ლომინაძე ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა.

ზაზა ლომინაძემ მოსწავლეებს გააცნო პარლამენტის სტრუქტურა და საქმიანობა, როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო მიმართულებით. ესაუბრა ჯანმრთელობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და ამ პროცესში პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლზე.

„ამ სკოლასთან დიდი ხნის ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. წლების განმავლობაში ვიყავი ამ სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ახლა კი წარმოვადგენ რეგიონს პარლამენტში როგორც მაჟორიტარი დეპუტატი. უნდა ითქვას, რომ მოსწავლეების უმრავლესობა ძირითადად დაინტერესებულია სამედიცინო მიმართულებით და დღევანდელ შეხვედრაზეც მთავარი ინტერესი სწორედ ამ კუთხით საპარლამენტო საქმიანობაზე გამოხატეს. ისინი დაინტერესდნენ კომიტეტი რომელ კანონპროექტებზე მუშაობს, როგორია ჩვენი სამომავლო გეგმები და ა. შ. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ბავშვების სწორ აღზრდას, სწორ ორიენტაციას და იმედი მაქვს, მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ შეხვედრის შემდეგ.

სკოლის მოსწავლეებმა, ასევე, დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.