მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილის მამას პასუხობს

„ვივამედის“ დირექტორი, მიხეილ სააკაშვილის მამა

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამის ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვას პასუხობს.

„დღეს მოვისმინე ბატონი ნიკა სააკაშვილის მიმართვა ჩემი მისამართით და მინდა გამოვეხმაურო. პირველ რიგში მინდა დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი ნიკას მიმართ, როგორც ექიმის, მამის და როგორც ადამიანის. 

მშობლების მდგომარეობა მესმის, მაგრამ ბატონი ნიკა, კოლეგაა, ექიმია და მას დარწმუნებული ვარ ესმის, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ მისი შვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. იმედი მაქვს რომ ბატონი ნიკა ამას აღიქვამს როგორც ექიმი და როგორც საჭიროა“, - აცხადებს ჩხაიძე. 

სააკაშვილის მამის განცხადებით, ზურაბ ჩხაიძის ადგილას რომ ყოფილიყო, გადადგებოდა. 

„ბატონო ზურა, მოდით ყველაფერი გვერდზე გადადეთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილია მიშას მდგომარეობაში, მე რომ ვყოფილიყავი თქვენს ადგილას, მე დღეს გადავდგებოდი“, - აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი. 

ამავე თემაზე: 

✔️ „ნუ მომიკლავთ შვილს“ - მიხეილ სააკაშვილის მამა საპროტესტო აქციებს აანონსებს