მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ქადაგიძე: ოპოზიციის მხრიდან იმაზე აპელირება, რომ ესა თუ ის ფრაზა არ აისახა დოკუმენტში, ერთ რამეს მიანიშნებს - უკრაინა, დეოკუპაცია, რეგიონული კონფლიქტი და მოსალოდნელი უბედურება, მხოლოდ სიტყვის მასალად და პოლიტიკური ქულების საწერად უნდათ

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ოპოზიციის უარს „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე. 

მისი თქმით, ოპოზიციას უკრაინა, მასთან განვითარებული მოსალოდნელი უბედურება, დეოკუპაცია და რეგიონული კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის მასალად და პოლიტიკური ქულების დასაწერად სჭირდებათ.

„ძალიან სწორი და მიზანმიმართულია, რომ რეზოლუცია აუცილებლად იყოს ერთობლივი და ზეპარტიული, თუმცა ნაცები და კამპანია რისი რადიკალები არიან, რომ ზემოხსენებულ დოკუმენტში პრობლემა ვერ მოძებნონ... პრობლემა იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია... ოპოზიციის მხრიდან იმაზე აპელირება, რომ ესა თუ ის ფრაზა არ აისახა დოკუმენტში ერთ რამეს მიანიშნებს: - უკრაინა, დეოკუპაცია, რეგიონული კონფლიქტი და მოსალოდნელი უბედურება, მხოლოდ სიტყვის მასალად და პოლიტიკური ქულების საწერად უნდათ... არც სტრატეგიული პარტნიორი და არც ის უბედურება ადარდებთ, რაც შეიძლება სამხედრო კონფლიქტმა გამოიწვიოს....თუმცა მიშას ორბიტაზე მოცეკვავე რადიკალებისგან გასაკვირი არაფერია...“ - წერს Facebook-ზე ქადაგიძე.