საზოგადოება

Developers.Institute-ის უფასო სასწავლო კურსი ქართველი სტუდენტებისთვის

Developers.Institute - ის უფასო სასწავლო კურსი ქართველი სტუდენტებისთვის
1589378839
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ისრაელის საელჩოსთან თანამშრომლობით, ქართველ სტუდენტებს გაძლევთ შესაძლებლობას, უფასოდ მიიღოთ მონაწილეობა Developers.Institute-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამებში, - ამის შესახებ ნათქვამია ინოვაციების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სტუდენტები სამი თვის განმავლობაში შეისწავლიან ვებდეველოპმენტის ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო ასპექტს.

„Developers.institute გახლავთ უდიდესი გამოცდილების მქონე, პროფესიონალებით დაკომპლექტებული კოდირების Bootcamp, რომელიც უზრუნველყოფს ტრენინგებს მომავალი დეველოპერებისა და ინოვაციური მეწარმეებისთვის და შექმნილია ყველასთვის, ვისაც სურს კოდირების სწავლა. სამი თვის განმავლობაში სტუდენტები,  ინდუსტრიის საუკეთესო პროფესიონალებთან ერთად, შეისწავლიან ვებდეველოპმენტის ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო ასპექტს და შესაძლებლობა ექნებათ, შექმნან საკუთარი ვებგვერდი HTML და CSS გამოყენებით

სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  •  HTML, HTML - ენას, რომელიც განსაზღვრავს თქვენი ვებგვერდის სტრუქტურასა და შინაარსს.
  • CSS - ენას, რომელიც აძლევს სტილს HTML ელემენტებს.

სასწავლო კურსი დაიწყება 19 მაისს და ჩატარდება ინგლისურ ენაზე, რეგისტრაცია დაწყებულია და გაგრძელდება 16 მაისის 12:00 საათამდე. რეგისტრაციისთვის  მიჰყევით ბმულს: http://gita.developers.institute

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:

aghvinjilia@gita.gov.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.