საზოგადოება

„დღეს ვაცხადებ და შაბათს აღვასრულებ“ - მეუფე სტეფანე რამდენიმე სასულიერო პირის განკვეთას გეგმავს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი
1619121790
დაკოპირებულია

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე სალხინოს ღვთისმშობლის ტაძარში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეპარქიის რამდენიმე სასულიერო პირის განკვეთას გეგმავს.

მისი თქმით, ამბოხებულ სასულიერო პირებს თავიანთი ქმედებების მონანიება შაბათამდე შეუძლიათ.

„დღეს ვაცხადებ და შაბათს უკვე აღვასრულებ. თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს, წინააღმდეგობას და უაზრო მოქმედებებს, რომელიც პირდაპირ ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული, მე გადაწყვეტილებას ვღებულობ, რომ უნდა განვკვეთო ეს ადამიანი. აღარ ექნება უფლება, რომ იყოს მღვდელმსახური, დაიყვანება მონაზვნამდე, თუ არ მოინანიებს შაბათ დღემდე.

შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული და შესაძლოა ამ შემთხვევაში მისი განკვეთა აღარ განხორციელდეს.

ასევე დიაკონ ანანიასა და დიაკონ პეტრე ღუდუშაურს განვკვეთავ, თუ ისინი არ მოინანიებენ“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს ჭყონდიდის ეპარქიაში პეტრე ცაავას მხარდამჭერმა სასულიერო პირებმა მეუფე სტეფანე სალხინოს ღვთისმშობლის ტაძარში არ შეუშვეს.

23 აპრილს კი ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ.

შელაპარაკება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა ამჯერად პეტრე ცაავას მხარდამჭერებსა და მეუფე სტეფანეს მიერ ტაძარში მივლენილ სასულიერო პირებს შორის მოხდა.

ა;ერგოლოგ-იმუნოლოგი

როდის უნდა გაკეთდეს ბუსტერ დოზა - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

რა დრო უნდა იყოს გასული ინფიცირებიდან და ვაქცინაციიდან, რომ მოქალაქემ ბუსტერ დოზის გაკეთება შეძლოს - ამ კითხვას ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობს.
1643360099
ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში საერთაშორისო საგადამხდელო სისტემიდან,  SWIFT-დან რუსეთის გათიშვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ლაიენმა CNN-ის ეთერში განაცხადა. 
1643365218
ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე შეტაკებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. 
1643364403
რუსეთმა შავი ზღვის წყლებში სამხედრო ხომალდების საარტილერიო სწავლებები დაიწყო, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 
1643361331
„მომავალი ორი კვირა იქნება საკმაოდ კრიტიკული“, - ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტლის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა. 
1643356233
სააკაშვილის საგანგებო მიმართვა

„არ არსებობდა ვიდეომასალის შენახვის აუცილებლობა და ვალდებულება“ - გორი...

გორის სამხედრო ჰოსპიტალი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის პერიოდში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. 
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე 2020-2022 წლების სა...
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. 
სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 – ახალი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის!
თუკი სტარტაპიდეები გაქვთ და გუნდში ხართ ენთუზიაზმით სავსე ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის იდეების გჯერათ და განვითარება გჭირდებათ, მაშინ თქვენთვის საინტერესო სიახლეა – Impact Hub Tbilisi იწყებს პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომლის მიზანიც, ადგილობრივი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაა. პრე-აქსელარორი თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით იმართება.
მაროკო კოვიდვაქცინის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს
მაროკო შვედურ ფირმა Recipharm-თან პარტნიორობით, COVID 19-ის ვაქცინის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.